მოსკოვში, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
აფეთქება 17 დეკემბერს, დილით, რიაზანის გამზირზე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, „მოქმედებაში იქნა მოყვანილი საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან მდგარ სკუტერში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა“. სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის, მკვლელობისა და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით აღიძრა.
54 წლის კირილოვი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსი 2017 წლის აპრილში გახდა და ფართო ცნობადობა მოიპოვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რეგულარულად გამოდიოდა ბრიფინგზებზე და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე აცხადებდა, თითქოს უკრაინა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაში მონაწილეობს.
2024 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გენერალ კირილოვს სანქციები დაუწესა „უკრაინაში ბარბაროსული ქიმიური იარაღის განლაგებისთვის“, რასაც მოსკოვი უარყოფდა. გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობა გენერალს მოიხსენიებდა, როგორც „კრემლის დეზინფორმაციის მნიშვნელოვანი რუპორს“, რომელიც ავრცელებდა „სიცრუეს რუსეთის სამარცხვინო და სახიფათო ქცევის დასაფარად“.
აფეთქების წინა დღეს, 16 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგორ კირილოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ სწორედ ის იყო პასუხისმგებელი რუსული ჯარების მიერ უკრაინის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე.
უკრაინული მედია - Ukrainska Pravda, Kyiv Independent და საინფორმაციო სააგენტო RBC Ukraine - წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გენერალ-ლეიტენანტი უკრაინის სპეცსამსახურებმა მოკლეს.
