„გახსოვთ კარგად აქციები „შინ ევროპისკენ“. მათი გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ეს გეგმაც ჩაუვარდათ ჩვენ შიდა თუ გარე მტრებს. ბოლო მცდელობას შეგახსენებთ, ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები - „ნაცმოძრაობის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“, ე.წ ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები. ყველამ კარგად ვნახეთ, მოლოტოვის კოქტეილების, ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებითა და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ის ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე სასაუბროდ ინტერპელაციის წესითაა მისული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღებაზე უარი, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დიდ ნაწილს უცხოეთის გავლენის აგენტებად აცხადებდა, რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ თქვა. 7-9 მარტს ხელისუფლებამ აქციები ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია.
ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ თუ ევროპას და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, რაც მოხსნის ყოველგვარ კითხვებსა და სპეკულაციებს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშპ გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით, ერთ სულ მოსახლეზე გამოდის უკვე 8 000 დოლარი.
„დღეს გვეუბნებიან, რომ გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ტურისტებისთვის და შევწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ომის შემდეგ რამდენიმე თვეში სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთს. დღეს, როცა ომი მიმდინარეობს უკრაინაში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ დავაწესოთ სავიზო რეჟიმი რუსებისთვის, რომელიც თავად გააუქმეს ჩვენი ომის შემდეგ, გესმით ხომ, სად არიან, რაზეა საუბარი. ომის შემდეგ ისევ სააკაშვილის ხელისუფლებამ, მთავრობამ კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ინფრასტრუქტურა, რომელზეც ქალბატონი თეონა აქუბარდია საუბრობდა, გადასცა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს და გაუუქმა სავიზო რეჟიმი.
ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გააგრძელა სამხედრო ბაზების მშენებლობა საქართველოში, რომ მომხდარიყო თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზება, სანქციების დაწესება რუსეთისთვის. ვინმეს ახსენდება, რომ საერთოდ ვინმემ რამე გააკეთა ამ მიმართულებით? ნული, არავითარი. მცდელობაც კი არ გვახსოვს. მაგრამ დღეს გვიკიჟინებენ, რომ უკრაინის ომის გამო ჩვენ დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები, დავანგრიოთ ჩვენი ეკონომიკა, ვაზარალოთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, ჩვენი მილიონი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. ეს არის ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია, თუმცა ეს არის სრული ლუსტრირება იმისა, თუ ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური ოპონენტი,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.