ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე, ამ კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების შესაძლო დაკისრებაზე განცხადებებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
- „რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
- ამ მოთხოვნას ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!
- ამას თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ამავდროულად ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის გამოტანა/მიღების გამო დასანქცირდა!“, - დაწერა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა 14 მაისს, თბილისში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „თუ კანონი არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან, დემოკრატიას ძირი გამოეთხრება და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადებენ, მაშინ აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ. როგორც წესი, ეს არის ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ქმედებებზე და მათი ოჯახების მიმართ“.
