საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტზე საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს. ამის შესახებ მან სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ღარიბაშვილმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ჰკითხეს, რას ითხოვს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაზეც მან უპასუხა:
„სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის, არც NATO-ს წევრი ქვეყანა და ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ხალხის და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა რაც არის, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ამ მშვიდობიანი პოლიტიკით მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“.
ღარიბაშვილის თქმით, სამიტზე დააფიქსირებს, რომ საქართველო მზად არის და იმსახურებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ევროპელი პარტნიორებისთვის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება.
EPC-ის მეორე სამიტში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს, რომელიც მოლდოვაში ჩავიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტის დაწყებამდე აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
„ჩვენი, ყველას სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა: „რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და დიდი ოცნებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“.
EPC-ის მეორე სამიტზე დასასწრებად 47 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია მიწვეული. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებიც.
