მცხეთის რაიონში, მუხრანის მოხუცთა პანსიონატში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ხანდაზმული დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. შპს „მუხრანის სავანის“ თანამშრომლის ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი ბენეფიციარის ოთახში გაჩნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
პანსიონატის თანამშრომელი დეტალებზე საუბარს თავს არიდებს. „საქართველოს ამბებს“ მან უთხრა, რომ კომენტარს ვერც დაწესებულების ხელმძღვანელი ნაირა დოლიძე გააკეთებს, რადგან შოკურ მდგომარეობაშია და სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშა იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ გაავრცელა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშავებული მოხუცები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და ისინი ჯანდაცვის მინისტრმა, მხიეილ სარჯველაძემ მოინახულა.
„მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
