მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმა 20-ჯერ იზრდება, თბილისში - ხუთმაგდება

ფოტო © REUTERS/Irakli Gedenidze

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმის ოდენობა 20-ჯერ იზრდება და 50 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, რაც დღეს არსებულ ჯარიმაზე, 500 ლარზე, 4-ჯერ მეტია. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლში ორი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს, მესამე და საბოლოო მოსმენით პარასკევს, 13 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

იერსახის დამახინჯებაში იგულისხმება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება.

500-დან 2000 ლარამდე იზრდება ჯარიმა ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვემათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალნაწილზე, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულების გამო. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით ან, თუსაქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენებაარასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა დღეს 1000 ლარია.

ტერიტორიის იერსახის დამახინჯება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც დღეს ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 3500 ლარი იქნება, 2000 ლარის ნაცვლად.

150-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.

ცვლილება შედის 1502-ე მუხლშიც და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმა 200 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. აღნიშნული ქმედების  განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, 1000 ლარის ნაცვლად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე,  გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. დღეს ჯარიმა 1000 ლარია. იგივე ქმედების ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 3000 ლარი იქნება, 2000 ლარის ნაცვლად.

ჯარიმა ორმაგდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის და 2000 ლარი ხდება. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი ჯარიმა 3500 ლარი იქნება, 2000 ლარის ნაცვლად.

300-დან 1000 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ვანდალიზმისათვის. კერძოდ, 1662-ე მუხლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება  გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა) ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.