საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება სხვების დაშინების მცდელობაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
ვაშინგტონში, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council) მიერ ორგანზიებული დისკუსიის დროს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასჯელი, რომელიც მზია ამაღლობელს ემუქრება, სიგიჟეა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენება.
„ეს არის დანარჩენი მოსახლეობის დაშინების მცდელობა. ისინი ვერ შეძლებენ [მზია ამაღლობელის] დაშინებას, ის ძალიან ძლიერია, მაგრამ ეს არის სხვების დაშინების მცდელობა იმის თქმით, რომ ეს მოგივათ.
იგივე ხდება მსახიობზეც [ანდრო ჭიჭინაძეზე], რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს და ძალიან პოპულარულია. საზოგადოებას ეუბნებიან - თუ ჩვენ შეგვიძლია მასთან მიმართებაში ასე მოქცევა და 9 წლის მისჯა, ეს არის ის, რაც მას ემუქრება, ნიშნავს, რომ ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება იგივე დაემართოს. არავინ არის დაცული, ისინიც კი, ვინც ცნობილები და პოპულარულები არიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არ იმუშავებს:
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის რეპრესიების პრობლემა. თუ ვერ გატეხავ ხალხს - და არ მგონია, რომ საქართველოს გატეხვა შესაძლებელია - მაშინ მიიღებ მეტ რეაქციას, წინააღმდეგობას და ფაქტობრივად, ამით აძლიერებ საპროტესტო მოძრაობას. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ“.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ადვოკატების შეფასებით, ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან მისი ქმედება - გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. მისი გათავისუფლების და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით ჟურნალისტები აქციებს ყოველდღე მართავენ.
