ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 2 დღეში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ბუპრენორფინი“ და სხვა“, -განაცხადა ვაჟა სირაძემ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ“, - თქვა ვაჟა სირაძემ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, სინთეტიკური ნარკოტიკების სავარაუდო ზედოზირების შედეგად, კიდევ სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა 4 ივნისს, ჩიქოვანის ქუჩაზე მოხდა, სადაც საცხოვრებელ ბინაში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. მეზობლები და ახლობლები მომხდარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს უკავშირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით დაიწყო.

ეს შემთხვევა ბოლო პერიოდში ერთადერთი არ არის. 12 მაისს, თბილისში, სავარაუდოდ ასევე ნარკოტიკის ზედოზირებას ემსხვერპლა 22 წლის დავით ბლიაძე, რომელიც ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.

გარდაცვლილის ბაბუა გია ყრუაშვილი იხსენებს იმ მძიმე რეალობას, რაც მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დახვდა:

„ადგილზე მოსული პოლიციის განმარტებით, იმავე ღამეს თბილისში გარდაიცვალა ხუთი ახალგაზრდა.

ვიდექით 5 გაუბედურებული მშობელი, რომლებმაც შავი ცელოფნებით წამოვასვენეთ ბავშვები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.