ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) შემდეგი გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე იქნება. ის ამ თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს შეცვლის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 6 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
20 ივნისს მარკ რუტეს მხარი ალიანსის 32-ვე წევრმა დაუჭირა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, რუმინეთის პრეზიდენტმა კალუს იოჰანსონმა სამხედრო ალიანსს აცნობა, რომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
მარკ რუტეს თანამდებობაზე ოფიციალურად ივლისში, ვაშინგტონში გასამართ ნატოს სამიტზე დაამტკიცებენ, უფლებამოსილების შესრულებას კი ოქტომბრიდან დაიწყებს. 1-ელ ოქტომბერს იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
„დიდი პრივილეგია იყო ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობა, განსაკუთრებით ნატოსთვის ამ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან კრიტიკულ დროს. პატივი იყო ნატოს ყველა მოკავშირეთან მუშაობა, მაგრამ ყველაფერს უნდა ჰონდეს დასასრული და ჩემი უფლებამოსილება პირველ ოქტომბერს სრულდება. მე ვტოვებ თანამდებობას, რადგან ვიცი, რომ ალიანსი ახლა ძალიან, ძალიან ახლოს არის ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილებასთან. კანდიდატი არის მარკ რუტე. ის არის დიდი ადამიანი, მრავალი წელია პრემიერ-პინისტრია, მტკიცედ სჯერა ტრანსატლანტიკური კავშირის. ის მეგობარი და კოლეგაა. ასე რომ, ნატო ძალიან კარგ ხელში იქნება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა 19 ივნისს.
57 წლის მარკ რუტე 14 წელია ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს. 2006-დან 2023 წლამდე, ის „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD) ლიდერი იყო. VVD ევროპარლამენტში „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) პოლიტიკური ჯგუფის წევრია, რომელმაც ახლახანს ჩატარებული არჩევნების შედეგად 80 მანდატი მოიპოვა და პარლამენტში მესამე ძალა გახდა.
