ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, ირაკლი ბერაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო.
ბერაია „ქართული ოცნების“ წევრი და ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. 2020-2024 წლებში, მეათე მოწვევის პარლამენტში, მას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, იყო საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ამ პერიოდში მან მხარი დაუჭირა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას და თავი გამოიჩინა კოლეგის, თეონა აქუბარდიას მიმართ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებით.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ბერაია საგარეო საგარეო საქმეთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა. 2012-2015 წლებში ის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2015-2016 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
2020 წლიდან ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე იყო. სხვადასხვა დროს ამ თანამდებობას იკავებდნენ ლევან დოლიძე (ვიქტორ დოლიძის ძმა), ალექსანდრე მაისურაძე და გეგა მგალობლიშვილი.
