„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ვადა 9 აპრილამდე მისცა და იმავე დღეს, რუსთაველის გამზირზე, აქცია დააანონსა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს და ქვეყნის პარტნიორების ლანძღვას აგრძელებს.
„რუსული კანონის მიღების, სასტიკი დარბევის და იმის შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუს ოლიგარქზე და დაამსხვრია მითი მისი უძლეველობის შესახებ, რუსული ოცნების წევრები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსხდნენ ეთერებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები. კრემლს, ფაქტობრივად, „მესიჯი“ გაუგზავნეს, რომ ტაქტიკურად დაიხიეს უკან და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ისინი არ აპირებენ რეკომენდაციების შესრულებას. საუბრობენ რეპრესიებზე, სატანისტები უწოდეს ახალგაზრდებს, ვინც საკუთარ ევროპულ მომავალს იცავდნენ. ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მათმა ბანდ-ფორმირებებმა, რუსულმა ე.წ. ალტ-ინფომ, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“, ევროკავშირის დროშა დაწვა. ეს იყო ნათელი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის.
მივცეთ 9 აპრილამდე დრო, რომ როგორც რუსული კანონპროექტი გაიწვიეს 3 წუთში, ასევე სწრაფად ანახონ საზოგადოებას, რომ იძულების წესით იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, 9 აპრილს დაგეგმილი აქცია ზეპარტიული იქნება: „ყველას მოგიწოდებთ, ჩაერთოთ, იყოთ ორგანიზატორები. ერთად გავიდეთ ქალაქებში, რეგიონებში და მოვუწოდოთ ჩვენს ხალხს, რომ 9 აპრილს, გამარჯვების დღეს, კიდევ ერთხელ ვუთხრათ „არა“ რუსეთს და „კი“ ევროპას. შევიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი ურყევი პოზიცია“.
ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს მიმდინარე წლის ბოლოს დაუბრუნდება, მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას შეამოწმებს. აღნიშნულ პუნქტებს შორისაა - პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება; სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა, საპარლამენტო კონტროლი და საარჩევნო კანონმდებლობა; სასამართლო რეფორმა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა; ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება; დეოლიგარქიზაცია; თავისუფალი მედია, ჟურნალისტების უსაფრთხოება და დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში; გენდერული თანასწორობის გაძლიერება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება; სახალხო დამცველის არჩევა. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუსრულებელია.