„ამ წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ჩუმად, ანუ სიმღერის, კონცერტების გარეშე. იბრძოლეს ყველგან და ყველასთან, სადაც შეეძლო. ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები. სამწუხაროდ ვერცერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულიად მტკივა ჩემი ბათუმი“, - მუსიკოსი ნინო ქათამაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც მას ბოლო რამდენიმე წელია არ იწვევენ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე, მისი სამოქალაქო პოზიციაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ვინ გადაწყვიტა? ვინც წყვეტს საერთოდ. ვფიქრობ, რომ საერთოდ კულტურული პოლიტიკა დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს. ალბათ 4-5 წელია, რაც ამ კონცერტებში არ ვმონაწილეობ. მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. ჩემი სტატუსის მიზანი არ იყო, მე მეთქვა, რომ რა საშინელებაა, რომ არ მამღერებ. მე ამით მინდოდა იმის მინიშნება, რომ ეს პრობლემა უკვე ძალიან სიღრმისეულად არსებობს, არსებობს უკვე დიდი ხანია, ბევრ არტისტთან.
წარმოიდგინეთ, როდესაც ჩემთან ასე გაბედულად ღიად დაპირისპირება ხდება, რა ხდება ადამიანებში, რომელსაც უნდა რომ გათავისუფლდეს, უნდა, რომ საჯაროდ თავისი სიტყვა თქვას და საერთოდ, ზოგადად, პრობლემაა თავისუფალი სიტყვის თქმა.
მე ვაკეთებ ანალიზს, რატომ შეიძლება, მაგალითად, ადამიანს ჰქონდეს ამა თუ იმ არტისტის დასჯის უფლება. ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ის, რომ მე გამოვხატავ ღიად ჩემს მოსაზრებას, სამოქალაქო პოზიციას“, - აცხადებს ნინო ქათამაძე რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
მუსიკოსის თქმით, როდესაც კონცერტის გამართვა საკუთარი ინიციატივით სურს, მაშინაც მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნება.
„ჩემთვის პირადად უთქვამთ, რომ არსებობს რაღაც სიები და ამ სიებში არ ვარ. ახლა, ამ წელს, საახალწლო კონცერტის დროს, კონკრეტული მინიშნება იყო, რომ პროგრამაში ყველა მინუს ნინო და იქ რამდენიმე არტისტი კიდევ.
ეს პრობლემა არის კიდევ უფრო სიღრმისეული. დარბაზებსაც კი აკონტროლებენ, მოგცენ შენ დარბაზი თუ არა.
დამოუკიდებლად რომ გინდოდეს დარბაზი, გეუბნებიან, რომ დაკავებულია, ან ასეთი პოლიტიკაა - მთავარი, რაც არის, იმხელა გადასახადს ადებს სპეციალურად, რომ შენ იძულებული ხარ, მიხვიდე და სახელმწიფოს სთხოვო“, - აღნიშნავს მუსიკოსი.
ნინო ქათამაძე ხშირად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ და ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენებზე.
უკვე მეორე წელია მუსიკოსი საქართველოში ომის შემდგომ შემოსულ ასობით უკრაინელ ბავშვს ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება არტთერაპიებითა და სხვადასხვა აქტივობით, რომელსაც თავისი ფონდიდან აფინანსებს.