ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი ნიუ-იორკში, მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარადგინეს. პირველ სხდომაზე, სადაც ბრალდებები ფორმალურად წაიკითხეს, მადურომ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მოსამართლე ალვინ ჰელერსტეინმა ნიკოლას მადუროს თავის წარდგენა სთხოვა. მადურომ თქვა, რომ ის ვენესუელის პრეზიდენტია და დასძინა, რომ „გაიტაცეს“ კარაკასში მდებარე საკუთარი სახლიდან და „დაატყვევეს“.
„მე ომის ტყვე ვარ“, - დასძინა მან ესპანურად. მადუროს სიტყვებს დახურული სხდომიდან ამერიკული მედია ციტირებს.
„მე არ ვარ დამნაშავე. მე წესიერი ადამიანი ვარ. მე ჯერ კიდევ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“, - განაცხადა მადურომ.
თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს მისი მეუღლე სილია ფლორესიც, რომელმაც თქვა, რომ ვენესუელის პირველი ლედია.
ცოლ-ქმარს აშშ-ში ბრალად ედება ნარკოტერორიზმი, კოკაინის გაყიდვა, ასევე იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვა „შეერთებული შტატებისთვის ზიანის მიყენების განზრახვით“. BBC-ის ცნობით, მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაში ნათქვამია, რომ 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი მდიდრდებოდნენ თანამშრომლობდნენ რა საერთაშორისო ნარკოდილერებთან შეერთებულ შტატებში უკანონო ნარკოტიკების შეტანის მიზნით.
მადურო და მისი მეუღლე სამხედრო ოპერაციის შედეგად კარაკასში, მათივე საცხოვრებელ სახლში 3 იანვარს დააკავეს და ნიუ-იორკში, ბრუკლინის ციხეში გადაიყვანეს. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, რომ ისინი „მალე ამერიკული მართლმსაჯულების სრულ რისხვას ამერიკულ მიწაზე, ამერიკულ სასამართლოებში შეხვდებიან“.
მოსამართლე ალვინ ჰელერსტეინმა საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 17 მარტს ჩანიშნა.
ამ თემაზე:
ტრამპის თქმით, მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელას აშშ მართავს
