„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე ნაწილის გადაწყვეტილებებითა და რიტორიკით. ნათელია, რომ ქართველი ხალხის 80-85 პროცენტს სურს შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები შეუთავსებელია ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების სურვილთან.
„მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან თქვეს, რომ ისინი ფიქრობენ, მათი ბოლო ქმედებები საფრთხეს არ შეუქმნის ამ გზას. ჩვენ შევეცადეთ ვყოფილიყავით ძალიან მკაფიოდ და ვფიქრობ, [ევროკავშირის] უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, დღეს ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ
ეს ბოლო ქმედებები - ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოეთის აგენტების“ კანონი, გადაწყვეტილება ახალი პორტის ჩინურ კომპანიისთვის მიცემის შესახებ - ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან.
ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს პოზიციებს და აღვნიშნეთ, რომ გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის გადახედვას.
ეს მართლაც საკმაოდ მარტივია, რადგან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პერიოდში ვართ, საქართველომ თქვა, რომ უნდა ითამაშოს ჩვენს საფეხბურთო ლიგაში, მაგრამ იქვე ამბობს - ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე 15 მოთამაშე გვყავდეს. ჩვენ ვუთხარით, არა. თქვენ გეყოლებათ იმდენივე მოთამაშე, რამდენიც ყველას და რაც გინდათ გააკეთეთ, გააკეთეთ ისე, როგორც ყველა დანარჩენი აკეთებს. ეს არის კლუბის წესები.
ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ გადაწყვეტილება. სწორედ საქართველომ, თავისი სუვერენული უფლებით, გადაწყვიტა კლუბში გაწევრიანება და ჩვენ უბრალოდ ვხსნით რას ნიშნავს ეს.
ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია მათთან კომუნიკაციაში. ევროპის რამდენიმე ლიდერი ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ამ საუბრებს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამიტის პატნიორულ ღონისძიებებს ვუახლოვდებით“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დაადასტურა, რომ საქართველო, ისევე როგორც ნატოს პარტნიორი ყველა ქვეყანა, პარტნიორების ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მიწვეული.