რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის ისტორიულ სოფელ ლიხნში დაზიანებული კავკასიური ცაცხვის მკურნალობა დაიწყეს. ხეში ჩინეთიდან ჩატანილი პრეპარატი 30 წვეთოვანის დახმარებით შეჰყავთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
მკურნალობის პროცესზე ე.წ. ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, საველი ჭითანავამ ისაუბრა:
„როდესაც ცაცხვთან დაკავშირებით ეს არასასიამოვნო სიტუაცია მოხდა, მის გადარჩენაში დახმარების მიზნით მოვიდნენ ჩინელები, რომლებიც დროებით აფხაზეთში ცხოვრობენ და სათბურებში ბოსტნეული მოჰყავთ. დაგვარწმუნეს, რომ ხეების მსგავს დაზიანებებს ჩინეთში სპეციალური პრეპარატით მკურნალობენ. აღმოჩნდა, რომ მთელი ინსტიტუტია, რომელიც ამ პრეპარატს ქმნის. ჩინელებმა შეუკვეთეს და დაგვეხმარნენ მოსკოვამდე მიწოდებაში, იქიდან კი ჩვენი არხებით ჩამოვიტანეთ აფხაზეთში“.
30 ერთლიტრიანი წვეთოვანი აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ეს რაოდენობა ერთ კვირაზეა გათვლილი. ჭითანავას თქმით, პროცედურას კიდევ ერთხელ გაიმეორებენ, შემდეგ კი დადებით შედეგს დაელოდებიან.

ცაცხვის ხე, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის, 5 აპრილს, ბენზო ხერხით დააზიანეს. მის გარშემო გაკეთებული ნაჭდევის სიღრმე 15-დან 20 სანტიმეტრამდეა. მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ჩავიდა და განაცხადა, რომ „ეს შემზარავი ფაქტი დანაშაულია, რომელიც აუცილებლად უნდა გახსნილიყო“. 11 აპრილს ხის უკანონო ჭრის ბრალდებით ძმები - ირაკლი და დაურ ბაღათელიები დააკავეს.
ცაცხვის ხეს აფხაზეთის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის „არაოფიციალურ სიმბოლოს“ უწოდებენ.
