ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსული სამხედრო ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოვარდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. კატასტროფის დროს ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 6 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
როგორც ე.წ. აფხაზეთის საჰაერო ძალების მეთაურმა ადგურ გუმბამ განაცხადა, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გადარჩა.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ვერტმფრენი ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მომხდარის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
„მი-24“ საბჭოთა/რუსული წარმოების მოიერიშე ვერტმფრენია. დე ფაქტო აფხაზეთს ორი „მი-24“ ჰყავდა.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
