რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახალგორიდან არის დევნილი და წილკნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი.
„საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დღეისთვის, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 5 მოქალაქეა:
ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.
24 წლის ლაშა ხეთერელი ლიახვის ხეობიდან დევნილია და ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის მეექვსედ 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ბოლოს (მეხუთედ) ის 2020 წლის 30 ივნისს იყო დაკავებული და ცხინვალის საპატიმროში ერთწლიანი უკანონო სასჯელი მოიხადა.
1977 წელს დაბადებულ კახაბერ ნათაძესაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. ის ოკუპირებული სოფლის, წინაგარის მიმდებარედ უკანონოდ 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს. კახაბერ ნათაძე გორის მკვიდრია.
გელა იობაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მკვიდრია. საოკუპაციო რეჟიმმა ის 14 სექტემბერს დააკავა. მასაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
