უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, ომში 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, რუსეთის დანაკარგი კი ექვსჯერ მეტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„ამ ომში 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა“, - განაცხადა ზელენსკიმ 25 თებერვალს, პრესკონფერენციაზე. „არა 300 ათასი, არა 150 ათასი, როგორც ამას პუტინი და მისი წრე იტყუება, მაგრამ თითოეული ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომში 180 ათასი რუსი სამხდროა დაღუპული. „არ ვიცი რამდენი ჰყავთ უგზო-უკვლოდ დაკარგული, მაგრამ ვიცი, რომ დაჭრილებთან ერთად 500 ათას ადამიანამდეა“, - თქვა მან.
როგორც წესი, არც უკრაინა და არც რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებენ. გუშინდელ პრესკონფერენციაზეც ზელენსკიმ არ დაასახელა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა. მან არც ის თქვა, რამდენია უგზო-უკვლოდ დაკარგული.
„ჩვენ ვიცით, რომ უკუპირებულ ტერიტორიებზე ათობით ათასი უკრაინელია მოკლული“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ორი წელი შესრულდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთმა დანაკარგები ასეთია: 409 010 ჯარისკაცი, 6534 ტანკი, 12 425 ჯავშანტექნიკა, 12 988 მანქანა და ბენზინმზიდი, 9952 საარტილერიო სისტემა, 999 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 684 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 340 თვითმფრინავი, 325 ვერტმფრენი და 7659 ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების დრონი.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე ვითარების რადიკალურად შეცვლისა და უპერატესობის მოსაპოვებლად, უკრაინას მეტი სხვადასხვა იარაღი სჭირდება.
