ოპოზიცია და მდიდარი „ენჯეოები“ ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას - კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები „პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“. კობახიძე მათ ძალადობის ორგანიზებასა და მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პასუხისმგებლობას ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკისები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ასევე, ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებების, მათ შორის, ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი „ენჯეოების“ მიერ.

რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. მაგრამ ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება - ოპოზიციის და მათი „ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად.

ამ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა და „ენჯეოებმა“ გაწირეს ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის. არიან ადამიანები, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებსაც ემუქრებათ რამდენიმეწლიანი სისხლის სამართლის სასჯელი“, - განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

არალეგიტიმურმა პრემიერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლიციელებს და აღნიშნა, რომ ისინი „ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით“ მოქმედებდნენ.

„მინდა, შევაჯამო განვლილი ხუთი დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით.

თქვენ, მოგეხსენებათ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები და კიდევ ერთხელ - ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოქმედებდნენ პოლიციელები. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის.

ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი.

ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო“, - თქვა კობახიძემ.

თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები პროტესტის ხუთივე ღამეს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაარბიეს. სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიებიც. სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 250-მდე ადამიანი, რომელთა ნაწილი სპეცრაზმს ცემაში ადანაშაულებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).