„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გუშინ ტელეკომპანია „პირველმა“ გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ
ფრენები, რომელზეც ვსაუბრობთ და ირაკლი ღარიბაშვილის ვოიაჟები, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე, რესტორანი, სადაც მეუღლეს დაბადების დღე გადაუხადა, დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა.
საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებასა და დაბადების დღეზე, რაშიც ღარიბაშვილი 900 000 ლარამდე დახარჯავდა. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს მისი 300 ათასლარიანი მაჯის საათი, ნახევარ მილიონ ლარად შეფასებული 2 ავტომობილი. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის, რომ ნუნუკა თამაზაშვილს ტყე აჩუქა, რომ დაბადების დღე აქვს, რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება, ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან და ა.შ.
ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ მდგომარეობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში. მისი გადადგომის შემდეგ, წულუკიანს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი თუ მაგალითად, ირაკლი კობახიძეს, ამით ქართველ ხალხს არაფერი გამოუსწორდება, თუმცა ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, ირაკლი შოთაძე, მინდა მას ვუთხრა: თუ ახლა კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა და საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, უმრავლესობა დატოვონ.
ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.
„პრემიერ -მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როდესაც შოვის ტრაგედიაში მძიმე ვითარებაში იყვნენ.
პრემიერ-მინისტრის შვილისთვის თურმე ჩარტერული რეისებია ხელმისაწვდომი, რომ გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად. ეს არის ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. მათთვის ეკონომიკა ორნიშნადაც იზრდება და სამნიშნადაც. იმ დონეზე არიან უკვე, რომ უზარმაზარ წვეულებებს აწყობენ - აბა, პატარა დაბადების დღეს ხომ არ გადაიხდის პრემიერ-მინისტრის მეუღლე?! შვილი სპეცრეისით უნდა წაიყვანო, აბა ჩვეულებრივ თვითმფრინავში ხომ არ ჩაჯდება, ხომ არ ეკადრება მას ეს ყველაფერი?! ეს არის სწორედ რუსული სტანდარტით ქვეყნის მართვა, როცა ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზემდიდარი“, - აღნიშნა ვაშაძემ.
პრემიერ-მინისტრის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს პარტია „ლელო“.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. პრემიერმა უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თბილისიდან მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით ჩაიყვანა, იქიდან კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ პრემიერმა თბილისიდან მიუნხენში ჩასაფრენად, პირადი მიზნებისთვის, ნამდვილად გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი, ოღონდ სახელმწიფოს ხარჯზე არ უმგზავრია. „ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტი და ის არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია ამ ვიზიტთან“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილს ან მთავრობის ადმინისტრაციას აქამდე არ გამოუქვეყნებიათ სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობის მიზნით დადებული ხელშეკრულება და მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.