„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შეიტანს სარჩელს იმ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად, რომლებიც „მოიაზრება კოლექტიური ნაცმოძრაობის ქვეშ“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მანამდე „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თქვა, რომ კომისიის დასკვნა გახდება საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, „ქართული ოცნების“ სამიზნეა „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
