ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნდან მსვლელობას გამართავს პარლამენტისკენ, სადაც მომიტინგეები ღამის გათევას გეგმავენ. ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა განაცხადეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მინდა, პუნქტობრივად გაგაცნოთ პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებით. 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით, აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, რეგიონებიდან შემოგვიერთდება მსვლელობები, რომლებიც დაგეგმილია.

21:00 საათზე, შეკრების შემდგომ, ჩვენ, ფეხით, მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს.

დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები ჩამოვა რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე, შემდგომი ღამის, დაახლოებით, 2 საათის მანძილზე, მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით იმისათვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, მოვიდნენ რუსთაველზე“ - გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ორშაბათს, როდესაც „ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე შეკრებას აპირებს, რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ.

„დაეთხოვეთ სამსახურიდან, გამოაცხადეთ თქვენთვის უქმე დღე, აიღეთ შვებულება ეს ერთი დღე და მიუძღვებით საქართველოს, ჩვენ სამშობლოს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რას იზამს ევროპა, რას იზამს ამერიკა, დადგა დრო დავსვათ კითხვა - რისთვის ვართ მზად, ჩვენ რას ვიზამთ ჩვენი სამშობლოსთვის?! ძალა ერთობაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ოპოზიციის გეგმასთან დაკავშირებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, 24 ნოემბერი „პრინციპულად მნიშვნელოვანი“ დღეა.

„უნდა გამოვიდეს ყველა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებს. მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასავლეთმა დაინახოს, ამ ქვეყანაში ადამიანები არ ეგუებიან იმას, რომ ვიღაცები თავს ახვევენ რუსულ არჩევანს. ზეგ დილით, 7 საათზე, ესენი უკვე იქნებიან პარლამენტის შენობაში და დილით ხალხის გამოსვლა, მესმის რომ არის რთული. ამიტომ, ხვალ გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, 24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ „ამით ყველაფერი არ მთავრდება“.

„ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. ბევრი იქნება საბრძოლი. მოსახლეობას მინდა მივმართო, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, ვინც იცის, არჩევნები გაყალბდა: ნუ ველოდებით მაინცდამაინც დარბევას, დაჭერას. ვიშვიშის დრო არ არის. უნდა ვიბრძოლოთ და გამოვტაცოთ ხელისუფლება მათ, ვინც უზურპაცია მოახდინა ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა გვარამიამ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტის პირველი სხდომა 25  ნოემბერს, ორშაბათს, 12:00 საათზე დაიწყება და მას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გაუძღვება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პირველ სხდომაზე არ მიიწვიეს უცხო ქვეყნების ელჩები, რომელთა უმრავლესობაც მისვლას ისედაც არ აპირებდა.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რომელსაც მხოლოდ მმართველი პარტია აღიარებს, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ოპოზიციამ პარლამენტში 150 მანდატიდან 61 მოიპოვა, ხოლო დანარჩენი 89 მანდატი „ქართული ოცნებისაა“. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევენ, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).