ახალციხეში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე, გეგმიური საველე სწავლების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა.
სამინისტროს ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები დასტაბილურდა.
დაშავებული სამხედრო ახალციხიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, მას დამწვრობითი შოკი აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.
