ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 51 დეპუტატი საქართველოში „ავტორიტარული უკუსვლის“ შესახებ დეკლარაციას აქვეყნებს. როგორც ისინი აცხადებენ, თუ საქართველო ავტორიტარული კურსს არ შეიცვლის, ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებენ, ევროსაბჭოდან მისი გაძევების პროცესი დაიწყონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
19 აგვისტოს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში.
„ამის ნაცვლად, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის მაღალი რანგის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ.
ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ არის უწყვეტი კამპანია დემოკრატიული ოპოზიციის აღმოსაფხვრელად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მიზნით.
გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა.
რეპრესიების ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები, ხოლო წევრ სახელმწიფოებში ავტორიტარული უკუსვლის იგნორირება ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის საფუძვლებს.
„თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო“, - ვკითხულობთ დეკლარაციაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ დეპუტატები ოთხი პოლიტიკური ჯგუფიდან - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE), ევროპელი კონსერვატორები (ECPA), ევროპის სახალხო პარტია (EPP/CD), სოციალისტები, დემოკრატები და მწვანები (SOC).
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეში 306 წევრია. ისინი ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს ეროვნულ პარლამენტებს წარმოადგენენ.
ევროპის საბჭოს წესედების მესამე მუხლის მიხედვით, საბჭოს ყოველმა წევრმა უნდა აღიაროს კანონის უზენაესობისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა პირის ადამიანის უფლებებით და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობის პრინციპები და ითანამშრომლოს კეთილსინდისიერად და ნაყოფიერად საბჭოს მიზნის განხორციელებისათვის.
