„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სანქციებად“ მოიხსენია მისი პარტიის მიერ მიღებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს შემზღუდველი კანონები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„ის ენჯეოები რომ გამოდიან და ყელყელაობენ, რომ კანონს არღვევენ, ისინი არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, კანონის უზენაესობის პრინციპს. შესაბამისად, არღვევენ ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პაპუაშვილის თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა კანონი აღსრულდება.
„მთელი პარადოქსი რაშია: საქართველოს აბრალებენ სანქციების გვერდის ავლას ეს „ენჯეოები“ და დონორები და თავად ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს, ვგულისხმობ საკანონმდებლო რეგულაციებს“, – აღნიშნა მან.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდველი კანონები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული. არცერთ მათგანს ამ კანონების მოქმედების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არღვევენ კანონს, არ ემორჩილებიან გამჭვირვალობის კანონს, ის დონორები, რომლებზეც ძალიან კარგად გვაქვს ინფორმაცია, რომლებიც ცდილობენ და ქმნიან, მათ შორის, გვერდის ავლის სქემებს, ეს დონორები, ეს ელჩები და „ენჯეოები“ არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, ამით მან ამავე დროს თქვა, რომ ეს კანონი მოქმედია და მას უნდა დაემორჩილოთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად 2024 წელს რუსული კანონი (ე.წ. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) მიიღო. თუმცა, კანონის სამიზნე ორგანიზაციებმა „აგენტების“ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე უარი თქვეს. ამას მოჰყვა 2025 წელს რიგი რეპრესიული კანონების დამტკიცება, მათ შორისაა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (ე.წ. ქართული FARA), ასევე, ცვლილებები გრანტების და მაუწყებლობის შესახებ კანონებში, რომლითაც უცხოური დაფინანსების მიღება იკრძალება ან იზღუდება.
ვენეციის კომისიამ აღნიშნული კანონების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, თუმცა „ქართული ოცნება“ კომისიის მოსაზრების გათვალისწინებას არ აპირებს.
