კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საბიუჯეტო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის გაჩერდება „მომენტალურად“, როგორც კი პარლამენტი დეპუტატის მანდატების გაუქმებაზე „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებებს დააკმაყოფილებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ. პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს“, - დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ხაზარაძის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ პარტიების დაფინანსებაზე „ქოცური ნარატივის გამეორება სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ მესიჯბოქსში და სცენარში მონაწილეობა“.
„როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ მესიჯბოქსით საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს, ან ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“, - წერს ხაზარაძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ერთმა - „კოალიციამ ცვლილებისთვის“ თქვა უარი სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე, რომელიც წელიწადში მილიონ ლარს აღემატება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სხვა ოპოზიციური გაერთიანებები დაფინანსების მიღების გამო გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი, ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ „ქოცების“ შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს“.
არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს.
