პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი მეორე მოსმენით განიხილა და 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას და რუსულ კანონზე უარის თქმას არ აპირებს. იგივე გაიმეორა კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, ანრი ოხანაშვილმაც.
„არჩევანი მარტივია. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლომდე დავიცავთ. წინ ღირსებით ევროპისკენ! ენით, მამულით, სარწმუნოებით! გაუმარჯოს ერთიან სუვერენულ საქართველოს! მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს“, - მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს კენჭისყრამდე.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები არიან: ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, სამველ მანუკიანი, ლევან მაჭავარიანი, ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, ირაკლი მეძმარიაშილი, სავალან მირზოევი, გივი მიქანაძე, იმედა ნიკურაძე, ანტონ ობოლაშვილი, ბექა ოდიშარია, ანრი ოხანაშვილი, შალვა პაპუაშვილი, გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე, დავით სონღულაშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ლევან ქარუმიძე, მერაბ ქვარაია, სალომე ქურასბედიანი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ქეთევან ჩარკვიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი, ხატია წილოსანი, გრეტა წიწავა, შოთა ხაბარელი, გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, გიორგი ბარვენაშვილი, გია ბენაშვილი, რიმა ბერაძე, მაია ბითაძე, ანზორ ბოლქვაძე, ელისო ბოლქვაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ბექა დავითულიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, გია ვოლსკი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ზარქუა, არჩილ თალაკვაძე, ედიშერ თოლორაია, რატი იონათამიშვილი, ლადო კახაძე, გიორგი კახიანი, კახა კახიშვილი, პაატა კვიჟინაძე, ბაია კვიციანი,ირაკლი კირცხალია, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, მარიამ ლაშხი, დიმიტრი სამხარაძე, დავით კაჭარავა, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ავთანდილ ენუქიძე, ფრიდონ ინჯია, გივი ჭიჭინაძე.
დღევანდელ პლენარულ სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. სხდომაზე არ იყო არც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა და 83-მა დეპუტატმა გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს, არ გაითვალისწინეს საერთაშორიო პარტნიორების გაფრთხილება, რომ კანონის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.
პლენარული სესიის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა საკანონმდებლო ორგანო შინაგან საქმთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პოლიციის კორდონით დატოვეს და ამ გზით აარიდეს თავი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.
რუსული კანონის საბოლოოდ მისაღებად, ის მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ, რის შემდეგაც პლენარულ სესიაზე გავა. რუსული კანონის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისი იქნება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის რესურსი აქვს.