თბილისში პარტია „ფედერალისტების“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს, ხოლო თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად თამარ ჩერგოლეიშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„პარტიას ვაფუძნებთ ის მოქალაქეები, ვისაც მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის მომავალი, მისი მოქალაქეების ხელშია. აქ ვართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს სამართლიანი და ძლიერი, საჭიროა საქართველოს მოქალაქეები გაძლიერდნენ და წონა შეიძინონ. აქ ვართ ისინი, ვისაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია რუსული ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან ქართული პოლიტიკური სისტემის გაწმენდა და ახალი რესპუბლიკის დაფუძება! აქ ვართ ისინი, ვისაც კორუმპირებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ აიძულა, ირწმუნოს, რომ საქართველოს ისტორიული მისია გახდეს ევროპული ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი, შეუძლებელი მისიაა“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ამ მნიშვნელობის არჩევნები მის ცხოვრებაში ორჯერ იყო - 1990 წელს, რის შედეგადაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა და 2003 წელს.
„მთავარი მიზეზი ჩვენი შკრების, გარდა იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია ფუძნდება სამართლებრივად, იურიდიულად, არის ის, რომ ჩვენ რამდენიმე დღეში დასაცავი გვაქვს ჩვენი საერთო, რამდენიმე მილიონი მოქალაქის მთავარი არჩევანი. დასაცავი გვაქვს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, ჩვენი შემდგომი თაობების უფლება და შანსი, რომ თავისუფალ, ევროპულ, ქართულ სახელმწიფოში იცხოვრონ.
როგორი ანტიპათიაც არ უნდა გვქონდეს ოპოზიციური სპექტრის მიმართ, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი (ვერ დავმალავ და მე მაქვს), ის საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას დღევანდელი რუსული სულისკვეთების რეჟიმის მხრიდან, იმ მასშტაბის არის, რომ თითქმის ყველა ამ ანტიპათიას წონის. ამიტომ ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება კი არა, არამედ მოვალეობა, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში“, - აღნიშნა ბოკერიამ.
დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის წესდება და პოლიტიკური საბჭოს წევრებიც აირჩიეს.
გიგა ბოკერიამ, თამარ ჩერგოლეიშვილმა, გიორგი ნონიაშვილმა, ვახტანგ კალოიანმა და სხვებმა 2017 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფის შედეგად დაფუძნებული პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს. განხეთქილების მიზეზი შიდაპარტიული პრაიმერიზი გახდა. „ევროპულ საქართველოში“ დარჩენილები კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდნენ, მათ შორის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი კოალიციის საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი გახდა. რაც შეეხება „ფედერალისტებს“, ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწიელობას არ იღებენ.