პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. მის სათავეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა. სიაში მეორეა ნათია მეზვრიშვილი, ხოლო მესამე - დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც დღეს შეურთდა პარტიას. „საქართველოსთვის“ წევრი გახდა „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურიც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ამ არჩევნებზე მისი პარტიის პოლიტიკური მიზანი რადიკალიზაციისა და ორპოლუსიანობის დაძლევაში მოქალაქეების დახმარებაა.
„ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარებას აფერხებს და აბრუნებს წარსულში. ამიტომ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რამხელა პასუხისმგებლობაა, მივიდეთ არჩევნებზე, არ მივცეთ ხმა „ოცნებას“, არ მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მივცეთ ხმა ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქვეყნის განვითარებას, კეთილსინდისიერებას და რაც მთავარია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.
ჩვენი მთავარი მიზანი და ლოზუნგიც ამ არჩევნებში იქნება - „არა „ოცნებას“, არა „ნაციონალურ მოძრაობას“. სიმშვიდე საქართველოს და დავიცვათ ნამდვილი მშვიდობა“... ვიბრძოლოთ ქვეყნის წინსვლისთვის და რაც მთავარია, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და კეთილდღეობით მივიყვანოთ ეს ქვეყანა ეროვნული და ევროპული განვითარების ლოგიკურ გზამდე, იმ გზამდე, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების მიზანი და არის ჩვენი შვილების ოცნება“, - განაცხადა გახარიამ.
„გახარია - საქართველოსთვის“ საარჩევნო სია ასე გამოიყურება:
- გიორგი გახარია - პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე;
- ნათია მეზვრიშვილი - პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე;
- დიმიტრი ცქიტიშვილი - დიპლომატი, ეკონომისტი, IX მოწვევის (2016-2020 წლების) პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“;
- კახაბერ ქემოკლიძე - პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი;
- ზვიად ძიძიგური - „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე;
- ზაზა თავაძე - თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
- ანა ბუჩუკური - პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ბერდია სიჭინავა - პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი;
- როინ ქოჩორაშვილი - პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის მამა;
- ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- თეონა აქუბარდია - საქართველოს X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ლევან გოგიჩაიშვილი - საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი;
- გიგა ფარულავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- გელა აბულაძე - წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი;
- შალვა კერესელიძე - საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი - მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი;
- თამარ ხვედელიანი - ექიმი, პარტია „საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი;
- ელგუჯა ხოკრიშვილი - ეკონომისტი, საჯარო პოლიტიკის ექსპერტი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი.
- ვიკა ფილფანი - პარტია „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მესტიის საკრებულოს წევრი;
- კახა ნურალიძე - ექიმი, პროფესორი;
- სოფო ხორგუანი - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
- ჯემალ ანანიძე - ბათუმის მერი 2012-2014 წლებში, პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
- რუსუდან თევზაძე - პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი;
- ქეთევან ბაკარაძე - ექიმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
- მალხაზ თორია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი;
- ვატო ფაჩულია - სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი;
- ერეკლე დუმბაძე - იურისტი;
- სალომე კობალაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემა „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი;
- აკაკი გვიანიძე - ბათუმის საკრებულოს წევრი.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს. გაერთიანებაზე მოლაპარაკებები, რომელსაც გიორგი გახარია და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტის შუამავლობით აწარმოებდნენ, გასულ კვირაში შეთანხმების გარეშე დასრულდა.