სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სთავაზობს, დაიწყოს კონსულტაციები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
სომხეთის პრემიერმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება. მე ვთავაზობ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ“, – წერს ფაშინიანი.
13 მარტს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დაასრულეს და სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მთავარ პირობად დაასახელა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა „აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პრეტენზიების აღმოფხვრის მიზნით“.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „სამშვიდობო შეთანხმება მზად არის ხელმოწერისთვის“.
ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანი სომხეთს საზღვარზე, მათი პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთი ყველა ბრალდებას უარყოფს.
