სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღება არ ნიშნავს აზერბაიჯანის მოთხოვნის შესრულებას, თუმცა ამას რეგიონალური მნიშვნელობა ექნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 6 სამტრედიაში მშენებლობაზე 21 წლის დავით კიკვაძე დაიღუპა, ქუთაისში 30 წლის გივიკო გურეშიძე
„ახალი კონსტიტუციის შესახებ ჩემს მიერ შემოთავაზებულ თეზისს ფართოდ განიხილავდნენ, წარმოადგენდნენ როგორც აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული მოთხოვნის შესრულებას. რეალურად, „რეალური სომხეთის იდეოლოგიით“ მას სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ პირობებში შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ტექსტს, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ასევე ექნება რეგიონალური მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეხება ყველა კონსტიტუციას“, - განაცხადა ფაშინიანმა „რეალური სომხეთის იდეოლოგიის“ პროექტის განხილვისას.
ფაშინიანის თქმით, 2018 წლის რევოლუციასთან ერთად ახალი კონსტიტუციის მიღება დღის წესრიგში დადგა.
„მაშინ ეს შეუძლებლად მივიჩნიე, რადგან 2019 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა დღეს მოქმედი კონსტიტუცია. არალოგიკური იყო იმ კონსტიტუციის შეცვლა, რომელიც ორი თვე მოქმედებდა. რატომ იყო არალოგიკური? საქმე იმაში კი არ არის, რომ ამის საფუძველი გაქრა, არამედ იმაში, რომ დაისმებოდა იგივე კითხვა: მმართველობის საპარლამენტო თუ ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა და ძალიან რთული იქნებოდა ამაზე პასუხის გაცემა მაშინ, როცა საპარლამენტო სისტემა სულ რაღაც 1-2 თვე მოქმედებდა. თუმცა, ახალი კონსტიტუციის თემა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა 19 თებერვალს თქვა, რომ საჭიროა რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუციის მიღება, „ვინაიდან ყველა ადრე ჩატარებულ საკონსტიტუციო რეფერენდუმს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა ჰქონდა“.
ოპონენტები ფაშინიანს აზერბაიჯანის მოთხოვნის შესრულებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება კონსტიტუციის ტექსტში არსებულ ჩანაწერს, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მიუთითებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ დეკლარაცია შეიცავს „პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან მიერთების შესახებ“, ხოლო იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმებას მოეწეროს ხელი, საჭიროა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიებისთვის წერტილის დასმა.
