საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) შეუძლოდ იყო, ჩატარებულმა ანალიზებმა კი სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა აჩვენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ნაწილობრივ შესაძლოა საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღეისთვის ძალიან რთულია“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, დღეს მეუფე შიოს მდგომარეობა ნორმალურია და ის ყოველდღიურ სამუშაო პროცესშია ჩართული.
„ახლა რაც არ უნდა ვთქვა, ყველაფერი მხოლოდ ვარაუდები და ეჭვები იქნება. მთავარი აქ არის ის, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: ერთი - ეს შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა.
ვიყავით კვლევის რეჟიმში, უნდა გაგვერკვია საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყო რაიმე მავნე ნივთიერებები. ეს დროსთან იყო დაკავშირებული. დღეისთვის რაც ვიცით, არის ის, რომ საკვები, რომელსაც იღებს არის ჯანმრთელი“, - აღნიშნა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.
შეკითხვაზე, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მეუფე შიოს მოწამვლა, მან უპასუხა: „არ ვიცი, ვერ გეტყვით. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება, როდესაც მიმდინარეობს მარგინალიზაცია და დემორალიზაციის მცდელობა არის, ეს ყოველთვის წინმსწრებია, ვიდრე მასზე რაიმე განხორციელდება ფიზიკური ზემოქმედება. ამიტომ, შესაძლოა, რომ არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ და მეუფე შიოს წინააღმდეგ ამას, თუმცა თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია“.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამ ეტაპზე, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავს.
5 ივლისს რამდენიმე ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი შიო მოწამლეს. „მთავარი არხის“ თანახმად, პატრიარქის მოსაყდრეს სისხლში დარიშხანი აღმოაჩნდა, „რუსთავი 2“ კი იუწყება, რომ მას დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, მეუფე შიოს კაბინეტში საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, რის შედეგადაც დარიშხნისა და ვერცხლისწყლის კვალი იქნა ნაპოვნი.