„დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5-დან 6 ათას ადამიანამდე შემომსვლელი. ახლა გაიზარდა 10 ათასამდე, სადღაც 40-45 %-ით მოიმატა. გუშინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინწინ 10 400-მდე, თუ არ ვცდები. ზაფხულში იყვნენ ტურისტები და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. ჩვენი აზრით, ესენი თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ შემოსვლასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„თითქმის პიკზეა მისული, უკვე რთულია, რიგები დგას ჩვენს მხარეზეც. ჩვენი გამტარობა არ არის 10 და 20-გეითიანი, უკვე გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ, ვინმე არ შემოგვეპაროს, უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. პიკზე ვართ, ამაზე მეტი აღარ მგონია რომ გაიზარდოს, ფიზიკურად ვერ გავატარებთ“, - შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დამატებითი პოლიციური ძალები გაიგზავნა, „რომ მიეხმარონ, თუ რამე დასჭირდათ, დაკავება, გაძევება“.
გომელაურმა უპასუხა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნასაც, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით: „მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის. ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, როგორც ჩანს, თუმცა ევროპაში უკვე სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან.
ზოგი იძახის, რომ უნდა ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი იძახის, რომ პირიქით, შემოვუშვათ, რომ არ წავიდნენ ომში, არ მოკლან უკრაინელები, არ ებრძოლონ უკრაინელებს.
იქნებ, ჩამოყალიბდნენ უნდა შემოვუშვათ, თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ოფიციალური განცხადების თანახმად, დაგეგმილია 300 ათასამდე რეზერვისტის მობილიზება. სამხედრო კომისარიატების მიერ მასობრივი გაწვევის დაწყებას, დაღესტანსა და რუსეთის რამდენიმე მხარეში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამასთან, 22 სექტემბრიდან, მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცები რუსეთს მასობრივად ტოვებენ. რამდენიმე დღეა უწყვეტი, მრავალკილომეტრიანი რიგი დგას რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.
ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის, ირბეკ ტომაევის ინფორმაციით, ბოლო კვირაში საზღვარი ორივე მიმართულებით 37 ათასმა ერთეულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შსს-სზე დაყრდნობით, სააგენტო „ტასს-ი“ წერს, რომ 27 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთას დაახლოებით 5500 ავტომობილი ელოდება, მათ შორის, 3600-მდე მსუბუქი და 1900 სატრანზიტო, სატვირთო ავტომანქანა.
ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, უახლოეს დღეებში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი გაიხსნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოსსაზღვრის გადმოკვეთისა და გადაკვეთის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა:
- 17 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა 6 986 რუსეთის მოქალაქე - საზღვარი გადაკვეთა (გავიდა)7 406 რუსეთის მოქალაქე.
- 18 სექტემბერს 6606 – 6743;
- 19 სექტემბერს 6411 – 6782;
- 20 სექტემბერს 5603 – 6199;
- 21 სექტემბერს 6402 – 6011;
- 22 სექტემბერს 6150 – 6050;
- 23 სექტემბერს 9307 – 6214;
- 24 სექტემბერს 9330 – 6249;
- 25 სექტემბერს 11 143 – 5519;
- 26 სექტემბერს 10 804 – 4947;