საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ახალი წლიდან ხურავს დათო გორგილაძის გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“. გორგილაძის თქმით, არხის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციას ასახელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
„გორგილაძის აუტანელის სიმსუბუქე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემაა, რომლის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუები YouTube-ზე ათობით ათას ნახვას აგროვებს. ბოლო გადაცემა ეთერში 29 დეკემბერს გავა.
დათო გორგილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ წამყვანი საჯაროდ აფიქსირებდა თავის პოზიციას „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის მიღებაც „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის მარტში სცადა. 6 მარტს, კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ გორგილაძემ დაწერა:
„გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან. შეარცხვინეთ [რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ].
ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა. ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს. დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას დათო გორგილაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. „საქართველოს ამბების“ ინფორმაციით, ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის საბაბით, არხი კიდევ რამდენიმე გადაცემის დახურვას აპირებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია, საიდანაც, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წელს 110 302 000 ლარს მიიღებს.
