შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დღეს, 1-ელ თებერვალს, თითქმის ერთდროულად შევიდნენ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში და ჩხრეკა ჩაატარეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
ჩხრეკა ჩატარდა Facebook-ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი ადმინისტრატორის ილია ღლონტის სახლში. როგორც თავად ამბობს, პროცესს ადვოკატი არ ესწრებოდა. ჩხრეკისას სახლში არ შეუშვეს მისი მეუღლე. ილია ღლონტი ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
პოლიციელები იმყოფებიან „დაიტოვეს“ კიდევ ერთი ადმინისტრატორის, მხატვარ ნენსი ვოლანდის, იგივე ქრისტინე ბოტკოველის ბინაში. როგორც ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, ჩხრეკის პროცესის დასრულების შემდეგ, რამდენიმე პოლიციელი ბინაში ძალის გამოყენებით შევიდა, მათ ტელეფონი წაართვეს ნენსი ვოლანდის დედას, რომელმაც ეს ფაქტი გადაიღო და კერძო საკუთრებას ამ დრომდე არ ტოვებენ. ადვოკატს, ნენსი ვოლანდს და მის დედას ბინის დატოვების უფლებას არ აძლევენ. პოლიციელების იქ ყოფნის სამართლებრივი საფუძველი უცნობია. თავად ნენსი ვოლანდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით მიმდინარეობს.
„გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“, – განაცხადეს სამინისტროში.
რაც შეეხება ისაკო დევიძის შსს-ს ცნობით, ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩიელბელობის საბაბით. პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ისაკო დევიძე სახლიდან პოლიციელებმა წაიღეს თანხა, რომელიც მისმა დედამ რამდენიმე დღის წინ სესხად გამოიტანა, რათა ოპერაცია გაეკეთებინა. ასევე წაღებულია ისაკო დევიძის, მისი დის და დედის პირადი და სამსახურეობრივი ნივთები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
