თბილისის გასასვლელთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა მოქალაქეები დააკავეს და რამდენიმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წევრებიც, მათ შორის, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე, თენგო თევზაძე, გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც, ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. სავარაუდოდ, შეხლა-შემოხლისა და ჭყლეტვის დროს დაშავდა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ნიკა კოკაია, რომელიც განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოქალაქეებმა „თბილისი მოლთან“, წინასწარ დაანონსებულ აქციაზე შეკრება 16:00 საათიდან დაიწყეს. მანამდე, შსს-მ სავაჭრო ცენტრთან და „თავისუფალ უნივერსიტეტთან“, საიდანაც სტუდენტები მსვლელობით უნდა დაძრულიყვნენ, სხვადასხვა დანაყოფის დიდი რაოდენობით თანამშრომელი, მათ შორის სპეცრაზმელები მოაბილიზა. ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარებაც“.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ მსვლელობით მიემართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრელებია.
დღევანდელ აქციას წინ უძღოდა გუშინ, 1-ელ თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამოქალაქო აქტივისტების, მათ შორის, Facebook-ჯგუფის ადმინისტრატორების, ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის, ასევე ისაკო დევიძის, საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკის ჩატარება. ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პოლიციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ილია ღლონტმა განაცხადა, რომ ჩხრეკის მიზეზი მის მიერ დღევანდელი აქციის შესახებ გაზიარებული პოსტი გახდა.
აქციის დაანონსების შემდეგ, 31 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაჩქარებულად მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები - როგორიც თბილისის შემოსასვლელი/გასასვლელია - სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის დაწყებამდე მოქალაქეებს აფრთხილებდა, რომ „თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირება დანაშაულია და 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
