„ფორმულას“ და „მთავარის“ ეგზიტპოლით არჩევნებს ოპოზიცია იგებს, „იმედის“ თანახმად - „ოცნება“

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“, „მთავარმა“ და „იმედმა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Edison Research-ის მეშვეობით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა, საპარლამენტო არჩევნებში ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მმართველი პარტიისას აჭარბებს. უფრო ზუსტად, „ქართულ ოცნებას“ 40.9% აქვს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, ჯამში, 51.9%:

  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 7%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 16.7%;
  • „ძლიერი საქართველო“ – 10.3%;
  • „გახარია - საქართველოსთვის“ – 8.2%.

ამავე ეგზიტპოლის თანახმად, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს „პატრიოტთა ალიანსმა“ (2%), „გირჩმა“ (2.3%) და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ (2%).

„მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი HarrisX-მა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართულ ოცნება“ – 42%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა 13%
  • კოალიცია ცვლილებისთვის 18%
  • ძლიერი საქართველო 9%
  • გახარია საქართველოსთვის 8%

„მთავარი არხის“ თანახმად, დანარჩენი პროცენტული მაჩვენებლები სხვა პარტიებზე ნაწილდება, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ.

ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა და მისი შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ – 56.1%
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6%
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6%
  • „ძლიერი საქართველო“ – 7%
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8%
  • „გირჩი“ – 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2.2%
  • სხვა – 2.7%

მოსალოდნელია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს 22:00 საათისთვის გამოაქვეყნებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.