პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
შესაბამისი ბრძანება კობახიძემ 14 აგვისტოს გამოსცა. უცნობია, რა გახდა ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი.
მამუკა ჯანგულაშვილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პოსტზე 2021 წლის მარტში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაინიშნა. მანამდე, 2006 წლიდან, ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ საგამოძიებო დეპარტამენტებში მუშაობდა. 2015 წლიდან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო,ხოლო 2018 წლიდან 2021 წლამდე საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
კანონის მიხედვით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
