„მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდები. ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს. ის ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. დღეს, საარჩევნო უბნებში ან მიმდებარედ, ჟურნალისტებზე, დამკვირვებლებზე ზეწოლის არაერთი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა პოლიცია უმეტესად რეაგირებას არ ახდენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ხან მედიას აპარატურა დაუნგრიეს, ხან არის პირდაპირ ძალადობა, ჯგუფები არიან იქ შეკრებილი, რომელთა ერთადერთი მიზანია, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია და ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. არავინ არ შეშინდეს ამით“,- პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა „არაჩვეულებრივი გამბედაობისა და ეფექტურობისთვის“.
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ამომრჩევლებს და მოუწოდა მათ, რომ მაღალი აქტივობა გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარშიც.
„მინდა, მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეს და ვუთხრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები. ძალიან მაღალი არის აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ალბათ, საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარში და ველოდებით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას. არაჩვეულებრივი აქტივობა არის ასევე საზღვარგარეთ, თუმცა იქ პირობები საკმაოდ მძიმე და რთულია. ამის მიუხედავად ჩვენი თანამემამულეები იქ მიდიან აქტიურად და მათ ძალიან დიდი მადლობა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 41.62% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,15:00 საათზე აქტივობა 36.45% იყო, 2016 წელს - 34.79%, ხოლო 2012 წელს - 44.99%.
