საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორების დაჯილდოების ღონისძიებაში, რომლის გამართვა მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 20:00 საათისთვის, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დაგეგმა. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღონისძიების შესახებ მის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„მინდა ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, არა მხოლოდ იმათ, ვინც მედლებით დაბრუნდა და ძალიან გაახარა საზოგადოება, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვმონაწილეობდეთ ამ დონეზე, ამდენი გამარჯვებით. 24-ე ადგილი არ არის ხუმრობა, მთელი საზოგადოება მართლაც ზეიმობს მათთან ერთად.
დღეს, 13:00 საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს 20:00 საათზე იქნებოდა მიღება, ოლიმპიელების დახვედრა და თურმე, დაჯილდოება. მე არ მჩვევია კინკლაობა, სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გაგვაჩნია. ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ეს არის სერიოზული საქმე, არა აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი. პირველი მიზეზი: ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანეს ქვეყანას, საზოგადოებას, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოვაწყო, როგორც გამოვაცხადე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა მეორე მიზეზად დაასახელა პარალიმპიური თამაშები, რომელიც 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პარიზში გაიმართება.
„წარმოუდგენელია! არ ვიცი, ვის ავიწყდება სპორტის მინისტრს, თუ მთავრობას. როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება - ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარალიმპიელების. არა, არანაირი დისკრიმინაცია! ეს მიუღებელია. ყველას ერთად მივიღებთ ხალხი და საზოგადოება, ოლიმპიელებს, თუ პარალიმპიელებს. გელოდებით, სექტემბერში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სამი დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენსა და ღირსების ორდენზე წარადგინეს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ჯილდოებით დაჯილდოება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, კობახიძესა და პაპუაშვილს ერთობლივ განცხადებაში არ უხსენებიათ, რომ წარდგინებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
