პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რადიო თავისუფლების ფოტო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს იმიტომ, რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე, ჩემ თავთან ერთად. ამაზე რამდენიმე დღეა ვფიქრობ.

...ახლა იქნება მცდელობა... ნაცი, ნაცი მიჩვეული ვარ, ხან ნაცი ვარ ხან „კაგებე“, ამ ქვეყანაში ყველაფერი დამარქვეს, ამისთვის მზად ვარ.

იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია. აი, ეს დაპირისპირება. მე მინდა, პოლიციას ვუთხრა: ეს არანაირი წაქეზება არ არის. ჩემი აზრია, რომ აქ არაა მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ საპატივცემულოა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პერიოდში სადაც შევდივართ, პოლიციის როლია ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე.

მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ძალიან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია“, - თქვა ზურაბიშვილმა.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურა გრიგორიადისს ადანაშაულებდა, რომ მან 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ გაისროლა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, არაერთხელ დაარღვია ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია. პრემიერმა თქვა, რომ „მას [ლაზარეს] განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა“. 30 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი კიდევ ერთხელ გამოაცხადა დამნაშავედ: „გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატო არ იცავენ?! რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს“.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს სამჯერ უთხრა უარი ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ლაზარე გრიგორიადისი ცილისწამების ფაქტის დადგენას, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.