საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ვეტო დაადო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს. ვეტოს დაძლევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობას, სულ მცირე 76 დეპუტატს შეუძლია, რაც „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
პარლამენტმა 5 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით მიიღო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები - შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია ან გაშალონ კარავი, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
სამართალდარღვევა გამოიწვევს კონსტრუქციის, კარვის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
მმართველი პარტია კანონში ცვლილებების შეტანას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ასაბუთებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კანონით პოლიცია გადაწყვეტს, როდის შეიძლება აქციაზე კარვის გაშლა და როდის არა.
„კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ, პოლიციას ეძლევა საშუალება, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა“, - უთხრა კობახიძემ მედიას.
