პროკურატურა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ ათი დაკავებულის საქმეზე 16 იანვარს ჩანიშნული პროცესის ორი თვით გადადებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა. მისი განცხადებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას, ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა. საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი“, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. მან განცხადება იმ ადვოკატთა ჯგუფის სახელით გააკეთა, რომელიც აქციის დაკავებულ მონაწილეებს იცავს.
11 დაკავებულის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა, რაც, ადვოკატების შეფასებით, უკანონო გადაწყვეტილებაა.
„დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ მაშინ, როდესაც ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს, რომ საქმე მოცულობითია, დიდია და სურს, მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება. ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან თვეზე მეტია გასული, გამოძიების დაწყებიდან უფრო მეტი, საგამოძიებო ორგანო კი ამბობს, რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის“, - აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი, 28 წლის ანდრო ჭიჭინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 5 დეკემბერს დააკავეს, 7 დეკემბერს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მსახიობს ბრალად ედება პროევროპული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
საქმის მასალების მიხედვით, 29 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე, ანდრო ჭიჭინაძე „ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში 400-ზე მეტი პირი დააკავა. მათ ნაწილს, 30-ზე მეტ ადამიანს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის წარუდგინეს. დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.
