უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების - ალექსანდრე ბაჩიაშვილს და მარინა რამაზაშვილის წინააღმდეგ. მანამდე პროკურატურამ მათი საბანკო ანგარიშები და აქტივები დააყადაღა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
პროკურატურის განცხადებით, 2015-2017 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო.
კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.
შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს „კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე ბაჩიაშვილი და მარინა რამაზაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
