რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა შავ ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებზე განხორიცლებულ თავდასმხებს და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა. მისი თქმით, ასეთი თავდასხმების შესაჩერებლად ყველაზე რადიკალური გზა კიევის „ზღვიდან მოკვეთაა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
„ის, რასაც ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ, მეკობრეობაა“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის პირველი პასუხი იქნება „დარტყმების დიაპაზონის გაფართოება“ უკრაინის პორტებისა და ამ პორტებში შესული გემების წინააღმდეგ.
„მეორე: თუ ეს გაგრძელდა, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას - არ ვამბობ, რომ ამას გავაკეთებთ, მაგრამ განვიხილავთ შესაძლებლობას - საპასუხო ზომების მიღებისა იმ ქვეყნების გემების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ამ პირატული აქტების ჩადენაში ეხმარებიან“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა და დაამატა, რომ თავდასხმები თურქეთის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა.
„ყველაზე რადიკალური საშუალებაა უკრაინის ზღვიდან მოკვეთა, ამ შემთხვევაში მეკობრეობა პრინციპში შეუძლებელი იქნება. იმედი მაქვს, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათ უკან მდგომი პირები დაფიქრდებიან, ღირს თუ არა ამ პრაქტიკის გაგრძელება“, - დასძინა ვლადიმიერ პუტინმა.
გუშინ, 2 დეკემბერს, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ „მიდვოლგა 2“-ს (Midvolga 2), რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, დრონის საშუალებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა. ინციდენტი თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 80 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. ტანკერი დაზიანდა, თუმცა გზის გაგრძელება შეძლო და სინოპის პორტში მივიდა. „მიდვოლგა 2“-ზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ თითქოს ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში არ ეყრდნობა არანაირ ფაქტებს." - წერია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
უკრაინამ ტანკერ „მიდვოლგა 2“-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლო და შეთითხნილია.
„უკრაინას ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს და ჩვენ ოფიციალურად უარვყოფთ რუსული პროპაგანდის ნებისმიერ მსგავს მტკიცებას. გარდა ამისა, რუსეთიდან საქართველოში თურქეთის გავლით სავარაუდო მარშრუტი ლოგისტიკურად აზრს მოკლებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინციდენტი შესაძლოა რუსეთის მიერ იყოს დადგმული“, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უარყო, რომ „მიდვოლგა 2“ საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა. უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მიდვოლგა 2“ „არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე, ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება“.
28 ნოემბერს, შავ ზღვაში, თურქეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, გამბიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებს „კაიროსსა“ (KAIROS) და „ვირატს“ (VIRAT) საზღვაო დრონებმა თითქმის ერთდროულად შეუტიეს. ცეცხლმოდებული „კაიროსიდან“ ეკიპაჟის 25 წევრის ევაკუაცია განხორციელდა. დაკვამლიანება იყო „ვირატზეც“, სადაც 20 ადამიანი იმყოფებოდა. მომდევნო დღეს, რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაცია იყო, რომელიც მოდერნიზებული დრონების დახმარებით განხორციელდა. უკრაინული მედიის წყაროები აცხადებდნენ, რომ ტანკერებს „შესაძლოა, 70 მილიონ დოლარამდე ღირებულების ნავთობს გადაჰქონდათ და კრემლს საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ“.
