რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე ეროვნებათაშორის ურთიერთობათა საბჭოში შეიყვანა. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე ქართული დიასპორის წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობაში არ იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
დავით ცეცხლაძე საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“ პრეზიდენტია. ის მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას და ამასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის მთავრობებსაც მიმართა.
„სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა უარყოფითად მოქმედებს ყველაფერზე, ეს არ იძლევა განვითარების შესაძლებლობას არც ეკონომიკურად, არც სოციალურად, არც ჰუმანიტარულად და არც სულიერად“, - ამბობს ცეცხლაძე. ის მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა საკმარისი არაა.
ცეცხლაძე ასევე მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. აგვისტოში, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევა დაიწყეს, მან ოპერაციაში მონაწილე ქართველ მებრძოლებს მიმართა, იარაღი დაეყარათ და თქვა, რომ მზად იყო, მათ მიერ რუსებისთვის ნასროლ ტყვიებს გადაფარებოდა.
„ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და საქმიანობენ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ქართველები რუსეთში, ყველა ერთან ერთად, მშვიდობიანად და მეგობრულად უქმნიან უკეთეს მომავალს შვილებს. კურსკის ოლქში ქართველი ეროვნების დაქირავებულთა გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ არის მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარონ იარაღი და დაუბრუნდნენ ოჯახებს. ეს არ არის თქვენი ომი და თქვენ არ ხართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საქართველოს დროშას აფრიალებთ.
მე პირადად ჩამოვალ კურსკში და გადავუდგები იმ ტყვიებს, რომლებსაც რუსებს ესვრით“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობათა საბჭო რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად, საბჭო ამზადებს წინადადებებს პრეზიდენტისთვის წარსადგენად ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობათა საბჭო 2012 წელს ვლადიმერ ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მისი თავმჯდომარე თავად პუტინია.
