რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ განცხადება მან სოჭში, საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე, შეკითხვების პასუხად გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„თავიდან ყველა ამბობდა, რომ ის ბიზნესმენია და ცოტა რამ გაეგება პოლიტიკაში, შეცდომები შეიძლება დაუშვას. მაგრამ, პირველ რიგში, შემიძლია გითხრათ, რომ მისმა საქციელმა, როდესაც მისი მკვლელობა სცადეს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მამაცი ადამიანი აღმოჩნდა. ადამიანი თავს ექსტრაორდინალურ პირობებში ავლენს და მან თავი გამოავლინა, ჩემი აზრით, ძალიან სწორად - ვაჟკაცურად, როგორც კაცმა.
არ ვიცი ახლა რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს. მისთვის ეს მაინც ბოლო ვადაა, რას გააკეთებს, მისი საქმეა. ... რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ჩემი აზრით, მგონია, რომ ეს მინიმუმ ყურადღებას იმსახურებს.
ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, მივულოცო მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ სახელმწიფოს მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა. ეს ნამდვილად ასე იქნება პრაქტიკაში“, - განცხადა პუტინმა.
შეკითხვას, რას იზამს, თუ ტრამპი ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას სთხოვს, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა:
„იცით, არ მიმაჩნია სამარცხვინოდ, რომ ჩემი მხრიდან დავურეკო. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები რაღაც ეტაპზე თითქმის ყოველ კვირას მირეკავდნენ, შემდეგ კი მოულოდნელად ეს შეწყვიტეს. თუ არ უნდათ, ნუ უნდათ. როგორც ხედავთ, ჩვენ ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ, ვვითარდებით, წინ მივდივართ. თუ რომელიმე მათგანი მოისურვებს კონტაქტების განახლებას, მე ყოველთვის ვამბობდი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ განვაახლებთ კონტაქტებს და გავმართავთ დისკუსიებს“.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 295 ხმა მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა დემოკრატიული პარტიიდან, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა 226 ხმის მოგროვება შეძლო. გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმა.
გამარჯვების შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ მსოფლიოს „ალბათ“ 70 ლიდერს ესაუბრა, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა, ჯერ არ უსაუბრია ვლადიმერ პუტინთან. „ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ“, - დასძინა ტრამპმა.
საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი იმეორებდა, რომ უკრაინაში ომს 24 საათის განმავლობაში დაასრულებდა.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.