რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ სირიის ახალი ხელისუფლებისადმი ოთხი ქართული ოპოზიციური პარტიის მიმართვას, გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
როგორც ე.წ. განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი კან ტანია ამბობს, ქართველი პოლიტიკოსების განცხადება პოპულისტური და სამართლებრივად გაუმართავია.
„საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, „აღიარების გაუქმების“ ცნება უბრალოდ არ არსებობს. სახელმწიფოს, რომელმაც აღიარა სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობა, შეუძლია მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გადაწყვიტოს, მაგრამ ეს არ არის თავად აღიარების იურიდიული გაუქმების ტოლფასი. უფრო მეტიც, დიპლომატიური ურთიერთობები ნებისმიერ დროს შეიძლება აღდგეს“, - განაცხადა ტანიამ.
მისი თქმით, აფხაზეთთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა სირიას არანაირ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს და პირიქით, შესაძლოა ისედაც დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.
„ქართული ოპოზიციის ინიციატივა, ცხადია, განპირობებულია თავად საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური გარემოებებით. პოზიციების შესუსტება და საზოგადოების ნდობის დაკარგვა მათ აიძულებს მოძებნონ გარე საკითხები, რომლითაც შეძლებდნენ საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების შიდაპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები იშვიათად იწვევს კონსტრუქციულ შედეგებს.
ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც, ჩემი აზრით, რეალური პერსპექტივა არ აქვს.
აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებელი სუბიექტი, გააგრძელებს სირიასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით“, - კან ტანია დარწმუნებულია, რომ „სირიის ხელმძღვანელობის პრაგმატული და დამოუკიდებელი კურსი უცვლელი დარჩება და ნებისმიერი გარე მცდელობა, გავლენა მოახდინოს ამ ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებზე, მიზანს ვერ მიაღწევს“.
ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“, ასევე, პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარას მიმართეს, გააუქმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. მათ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული რეგიონები დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმა 2018 წელს რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ აღიარა.
