რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, მუშა დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებული - საქართველოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
შემთხვევა, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა, საამქროს ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, იქ მაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რიკოთის უღელტეხილზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანიები ახორციელებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია. კერძოდ, 51 გვირაბიდან 45 უკვე გაჭრილია, 97 ხიდიდან კი აშენებულია 81.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, „წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი - ხევიდან ზესტაფონამდე გაიხსნება და მომდევნო წელს, უკვე სრულად 52-კილომეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში“.
