რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული ომი“ უწოდა. ეს განცხადება რიჟვაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციიდან უმაღლესი საბჭოს წევრებმა აჭარაში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობასა და ამით გამოწვეულ საფრთხეებზე ჰკითხეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბათუმის ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქალაქი და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ არ გვიკვირს, მით უმეტეს ტურისტი, მაგრამ აქ საუბარია იმ ადამიანების ჩვენს ქალაქში თავისუფლად შემოყვანაზე, რომლებსაც პირდაპირ აქვთ მონაწილეობა მიღებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ ომში, სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ღირსება ქართველი კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ, ხვალ ქუჩაში რომ შეგვხვდეს ადამიანი, რომელზეც ზუსტად გვაქვს ინფორმაცია, რომ ის რაღაც ფორმით ჩართული იყო თუნდაც 2008 წლის ომში, რას გააკეთებს ნებისმიერი თავმოყვარე ქართველი?

აქამდე შეიძლება საქმე მივიდეს, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და დროულად არ შეწყვეტს იმ ხალხის ჩვენი ქვეყნის საზღვრებში შემოშვებას, ვისაც ხელი აქვთ გასვრილი ქართველთა სისხლში“- აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ. მან რიჟვაძეს აუდიოჩანაწერიც ჩაურთო, სადაც მისივე თქმით, რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში რუს ოფიცრებთან ერთად ქეიფობდნენ და რუსი მომღერლის, გაზმანოვის სიმღერებს უსმენდნენ.

რიჟვაძემ დაადასტურა, რომ ბათუმში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია.

„დიახ, მომატებულია ტურისტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, რომელიც პანდემიამდე იყო საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა, გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში, მათ შორის, იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“, – თქვა რიჟვაძემ.

ოპოზიციამ რიჟვაძეს უთხრა, რომ ამით ის შეურაცხყოფას აყენებდა 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს.

„რა შეურაცხყოფას აყენებთ გმირებს? ესე იგი 2008 წელს ხალხმა რომ იბრძოლა, იყო ლაჩრული ბრძოლა? მთელი გუნდი ხართ ლაჩრები, ლაჩარი მოიკითხეთ თქვენი ბორიკნა. ლავროვის ქალიშვილს ლამის სანთლებით ედექით, კადიროველები ათარეშეთ და  გმირებზე ლაჩრების ძახილის უფლებას არავის მივცემთ“, - მიმართა რიჟვაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „გაქცეული მხედართმთავრების მიმდევრები, მიშათმავლები“ უწოდა.

უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წევრებმა რიჟვაძეს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეც შეახსენეს, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.